ფიგურული სრიალის საერთაშორისო კავშირმა ქართველი მსაჯი ერთი წლით საქმიანობას ჩამოაცილა.
სალომე ჩიგოგიძეს კავშირი მიკერძოებაში და ქულების არასწორად განაწილებაში ედავება.
2021 წელს სტოკჰოლმში გამართულ ჩემპიონატზე, სადაც ქართველი მსაჯობდა, ასპარეზობდა მორის ყვითელაშვილიც. მსაჯს ფედერაცია ქულების არასწორად დაწერაში სწორედ ყვითელაშვილთან მიმართებაში ედავება. მათ მიაჩნიათ, რომ ის ქულები რაც მსაჯმა მიაკუთვნა, მოციგურავე არ იმსახურებდა.
გადაწყვეტილების შესახებ გაერთიანებამ მსაჯს წერილით შეატყობინა.
საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა, საქმეში ადვოკატების ჩართვამდე კომენტარისგან თავს იკავებენ.