logo
ENG



მედია: რუსი მოციგურავეები დევისი და სმოლკინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ

05 ივნ 202311:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/05/4gy9ti7nsaw2g2i.jpg

რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ მოციგურავე წყვილს დიანა დევისს და გლებ სმოლკინს სპორტული მოქალაქეობის შეცვლის უფლება მისცა. პორტალ The Skating Lesson-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ.

რუსი მოციგურავეების ახალი სტატუსით ასპარეზზე დაშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ეს შასაძლოა მომავალ კვირას მოხდეს.

ფორმულა დეტალებზე ფოგირული სრიალის ფედერაციაში დაკავშირებას ცდილობს, დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ISU-ს წესების თანახმად, სპორტული მოქალაქეობის შესაცვლელად რუსეთის ფიგურისტები ერთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ ახალ ქვეყანაში და არ უნდა ასპარეზობდნენ რუსეთისთვის. დიანა დევისი ცნობილი მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძის შვილია.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სხვა სპორტულმა ასოციაციებმა რუსეთსა და ბელარუსს სანქციები დაუწესეს. ამ ქვეყნებიდან სპორტსმენებს მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება აქვს, ზოგიერთ სპორტსმენს კი საერთოდ არ ეძლევა მონაწილეობის უფლება.


close დახურვა