ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება თბილისის კონოთეატრებში დასრულდა. მესამე საპრემიერო დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ამის მიუხედავად, კინოთეატრებში და გარე პერიმეტრზე საპატრულო ეკიპაჟების დიდი რაოდენობა შეიმჩნეოდა. კინოჩვენებიდან გამოსულმა მაყურებელმა ფილმი დადებითად შეაფასა.
ფილმის ჩვენებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებიც ესწრებოდნენ. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია ფილმს დადებითად აფასებს და მას საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას უსურვებს.
„ფილმი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. მე ვისურვებდი, რომ ასეთი კარგი ნამუშევრები ბევრი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ საერთაშორისო ასპარეზზე. რეალურად ძალიან კარგად საყურებელი ფილმია, ძალიან კარგად არის შერჩეული მუსიკა, მე ხელოვნებათმცოდნე არ ვარ, მაგრამ, როგორც მაყურებელმა ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე“,-განაცხადა თამარ კორძაიამ.