logo
ENG



ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერამდე ერთი დღე დარჩა

07 ნოე 201909:27
3 წუთის საკითხავი
 
dg1dum2o7rz2vhh.jpeg

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერამდე ერთი დღე დარჩა. კინოსურათის ჩვენება 8, 9 და 10 ნოემბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ბილეთების უმეტესობა ჩვენებამდე რამდენიმე დღით თითქმის სრულად გაიყიდა. 

კინოსურათის გარშემო გამოწვეული ვნებათაღელვა დღითიდღე მატულობს. რადიკალური, ჰომოფობიური ჯგუფები სეანსის ჩაშლით იმუქრებიან. ჯგუფების წევრები პოლიციის კორდონების გაარღვევასა და დარბაზში ფილმის ჩვენების გათიშავას აანონსებენ. 

ფილმის ჩვენებას საპატრიარქოც გამოეხმაურა. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ეკლესიას ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება მიღებლად მიაჩნია. 


close დახურვა