logo
ENG



ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა პოსტები დატოვეს

12 სექ 202619:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/12/6njbgndvvxi5r6p.png

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს.

ინფორმაციას ადასტურებს ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტრო. თავდაპირველად, ინფორმაცია რომ მათ თანამდებობები დატოვეს, TV პირველმა გაავრცელა, მოგვიანებით, სამთავრობო TV იმედმა. 

ორივე უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი უფროსის წარდგენა ორშაბათს, 14 სექტემბერს იგეგმება.

ლევან ხარაბაძე ქართული ოცნების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად პირველ მაისს დაინიშნა, მანამდე კი, სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მოადგილე იყო.

რაც შეეხება მიხეილ მაღლაკელიძეს, ის საგამოძიებო სასამსახურის უფროსად 2025 წლის 24 ივნისს დაინიშნა, მანამდე კი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

 


close დახურვა