logo
ENG



ფინეთის თავდაცვა: უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ვამზადებთ

07 იან 202319:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/07/yrs4awcxz5spfrk.png

ფინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიკო სავოლას განცხადებით, ფინეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მომდევნო, მე-12 პაკეტს ამზადებს.

"ფინეთი მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენ ვამზადებთ მე-12 დახმარების პაკეტს. გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში მიიღება. დახმარების შინაარსი განისაზღვრება თავდაცვის ძალებთან ერთად, რათა არ დაირღვეს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა", - თქვა სავოლამ.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, უსაფრთხოების მიზნით, ფინეთი, ისევე როგორც ადრე, არ გაამხელს სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალებს.

დეკემბრის ბოლოს, ფინეთის მთავრობამ უკრაინისთვის 28,8 მილიონი ევროს ღირებულების მეთერთმეტე სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ყველა სამხედრო დახმარების პაკეტის ჯამური ღირებულება, რომელიც ფინეთმა უკრაინას მიაწოდა, 189,2 მილიონი ევროა.


close დახურვა