logo
ENG



ფინეთი: ჩვენი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება ჩრდილოეთ ევროპაში უსაფრთხოებას გააძლიერებს

12 მაი 202213:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/e538ehchvdwenwf.jpg

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ბალტიის ზღვის რეგიონისა და ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ჰაავისტომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სიტყვით მას შემდეგ მიმართა, რაც ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ორივე მათგანი NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

"თუ ფინეთი განაცხადის მიღებას გადაწყვეტს, ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ბალტიის ზღვის რეგიონსა და ჩრდილოეთ ევროპაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გააძლიერებს.

NATO-ს პერსპექტივიდან ფინეთი NATO-ს წევრობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ძლიერი და სანდო ეროვნული თავდაცვა აქვს, რომელიც NATO-თან თავსებადია,” - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჰაავისტომ ასევე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილ საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინაში შეჭრა არის შეტევა ევროპის უსაფრთხოების მთელ წესრიგზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საჭიროა ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთოს უკრაინის პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.  


close დახურვა