logo
ENG



ფიონა ჰილი: აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინქის დანიშვნას საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა

09 ნოე 201920:32
3 წუთის საკითხავი
 
kejo9znh2wi6ss1.jpg

რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ადასტურებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინქის დანიშვნას ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა. ეს განცხადება, რომელსაც რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი აწერს ხელს, უკვე საჯაროა. 

ფიონა ჰილის დაკითხვის ოქმში საქართველოს შესახებაა საუბარი. ჩვენების მიხედვით, ბრიჯიტ ბრინქსის საქართველოში ელჩად დანიშვნა ხელისუფლებამ იმ მოტივით დაბლოკა, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. დიპლომატის თქმით, ხელისუფლების ბრალდებები ბრიჯიტ ბრიქსთან მიმართებაში სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ელჩად მაინც არ დანიშნეს. 

ბრალდებები, რომელსაც ამერიკელი დიპლომატი ოფიციალურად ადასტურებს, „ქართული ოცნების“  მისამართით უკვე რამდენიმე თვეა, ისმის. მმართველი გუნდი დღესაც უარყოფს ამ ფაქტს. 

შეერთებული შტატების დემოკრატი კონგრესმენების გადაწყვეტილებით, საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მიღებული ჩვენებები გასაჯაროვდა. საქართველო ფიონა ჰილმა უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩზე განხორციელებულ პოლიტიკურ თავდასხმებზე საუბრის პარალელურად ახსენა.  


close დახურვა