logo
ENG



ფიქრია ჩიხრაძე: ველოდები, რომ პანდემიას ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ გამოიყენებს

20 აგვ 202021:55
3 წუთის საკითხავი
 

"ველოდები, რომ პანდემიას ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ გამოიყენებს", - ამის შესახებ განცხადებას პოლიტიკური პარტია ლელოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე გადაცემა "კომენტარში" აკეთებს.

მისი განცხადებით, მოსახლეობა ექიმების მიმართ კეთილგანწყობილია, თუმცა ქართული ოცნება ამ კეთილგანწყობის საკუთარ თავზე დაბრალებას ცდილობს. 

"ხელისუფლებას უნდა რომ პანდემია აქციონ თავის ერთადერთ პლუსად. მოსახლეობა დასტრესიალია. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის რეიტინგებში გაჩნდა ამირან გამყრელიძე იმიტომ, რომ ექიმების მიმართ გაჩნდა სერიოზული პოზიტივი. ჩვენი ხელისუფლება კი შეეცადა, რომ ეს ხელისუფლების პოზიტივად გაეფორმებინა და გარკვეულწილად აიწია მათმა რეიტინგმა. ველოდები, რომ პანდემიას ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ გამოიყენებს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 


close დახურვა