logo
ENG



ფიშერი: გერმანია საქართველოსთან მიმართებაში ახალ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს

10 ივლ 202410:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/10/8aqfs8y1cyh8yd2.png

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან მიმართებაში დამატებთ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს.

ამასთანავე, მისი თქმით, აშშ-ის შემდეგ, გერმანულმა სამხედრო ძალებმაც გააუქმეს მონაწილეობა "ღირსეული პარტნიორების" წვრთნებში.

სიტყვით გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, ხელისუფლებების ანტიდასავლური ქმედებების გამო შეაჩერა. ასე, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა.

"ევროპული საბჭო ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების ყველაზე მაღალი ორგანოა, მასზე მაღლა არავინ დგას, მას არანაირი გლობალური ომის პარტია არ მართავს. სწორედ ევროპული საბჭო წყვეტს ვინ შეუერთდება გაერთიანებას, ხოლო მათ გადაწყვიტეს, რომ შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ საკმაოდ პოზიტიური მიზნისკენ ვისწრაფოდით. მაგრამ ეს არა ევროკავშირის, არამედ საქართველოს მთავრობის ქმედების ბრალია.

გერმანია ასევე გადახედავს ურთიერთობების საკითხს საქართველოსთან. ვიმეორებ, გვსურს გავაგრძელოთ ვიყოთ საქართველოს მეგობარი და პარტნიორი. მაგრამ ეს ყოველივე ეფუძნებოდა ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, მაგრამ თუ კავშირის წევრობა შეფერხებულია, მაშინ ჩვენ ასევე უნდა გადავწყვიტოთ რა მოვიმოქმედოთ. ამ ეტაპზე ურთიერთობებს ჩვეულებისამებრ ვეღარ წარვმართავთ, მითუმეტეს მაშინ, როცა ამგვარი განცხადებებით საუბრობენ ჩვენს შესახებ.

ჩვენ, ამერიკასთან ერთად, განვითარების საკითხებში თანამშრომლობის უდიდესი ეროვნული დონორები ვართ. ჩვენ ამისთვის თითქმის ორი მილიარდი დოლარი გამოვყავით. გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი, მათ შორის ფინანსური, ვალდებულებები საქართველოსთან მიმართებაში. ასევე გადაიხედება ჩვენი ამჟამინდელი პორტფოლიო. გერმანულმა სამხედრო ძალებმა ასევე გააუქმეს თავიანთი მონაწილეობა "ღირსეული პარტნიორის" წვრთნებში", - განაცხადა პიტერ ფიშერმა. 


close დახურვა