logo
ENG



ფიშერი: AFD-ის პროექტი საქართველოსთვის EU-ში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს

12 ოქტ 202400:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/12/n07mx33dbwkysce.jpg

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) მიერ შექმინილი პროექტი საქართველოსთვის შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს.

"სათაური: "საქართველოს ევროპული მომავლისთვის" მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. 

მთავარი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, ხმა არა-ს მისცა, ვინაიდან შექმნის მონაწილე არ იყო. მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც ალტერნატივა გერმანიისთვის მოსწონს: მათი პროექტი  შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს", - წერს ფიშერი.


close დახურვა