ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 ათასი სანთელი შეიძინა - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
"ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია სანთლების გამოყენებას აპირებს," - წერს ორგანიზაცია.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017-2020 წლებში ცესკოს დასაფინანსებლად 246 მილიონი ლარი გამოიყო.