კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთისა და ქუთაისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ქუთაისში დეზინფექცია გზის სავალ ნაწილზე, სკვერებსა და მოსაცდელებზე ჩაატარეს, ხოლო ფოთში 9 აპრილის ხეივანი მოირეცხა.
როგორც რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, სადეზინფექციო სამუშაოები ორივე ქალაქში ეტაპობრივად ჩატარდება.