logo
ENG



ფოთის მერი: 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მგზავრთა გადაყვანის კონტროლი

02 აპრ 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კარანტინის გამოცხადებამდე, 2 დღით ადრე ფოთში ზომების გამკაცრება მოხდა. ქალაქის ტერიტორიაზე სულ 2 გამშვები პუნქტია მოწყობილი. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მგზავრთა გადაყვანის კონტროლი, ხდება თერმო-სკრინინგი და მიმდინარეობს შემოსული მანქანების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. 

ორივე გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა ქალაქის მერი, მისი შეფასებით, მოქალაქეები არსებულ ვითარებას გაგებით ეკიდებიან და კომენდანტის საათის პირობებში ქალაქში მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება.

„ყველა შემოსულ მოქალაქეს უტარდება თერმო სკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტები საჭირო ზომებს ღებულობენ. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება შემოსული ავტომანქანები. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში და ავიცილოთ კორონავირუსის გავრცელება“, - განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.


close დახურვა