logo
ENG



ფოთი-ხობის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

31 ოქტ 201913:39
3 წუთის საკითხავი
 
xnjsgiwqyvde7m2.jpg

 

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც ფოთსა და ხობს შორის მოხდა, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი, სატვირთო მანქანის მძღოლი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ავარიის შემდეგ მძღოლი კონტაქტური იყო, თუმცა, ოპერაციის სირთულის გამო, მისი მანქანიდან გამოყვანა დიდხანს გაგრძელდა.

დაშავებული თავდაპირველად ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, მისი ქუთაისში გადაყვანა გახდა საჭირო. სამწუხაროდ, მძღოლი რეანომობილში, ადგილზე მისვლამდე გადაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 


close დახურვა