logo
ENG



ფოთში თევზის მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

05 მარ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

ხმაური იყო დღეს ფოთის ბაზარში, სადაც თევზით მოვაჭრეებს გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც დაახლოებით 1 თვის წინ მათ სარეალიზაციოდ გამოყოფილი დახლების დემონტაჟი მოახდინეს და მოვაჭრეებს სხვა ადგილი გამოუყვეს. 

თევზის რეალიზატორების თქმით, ბაზრის ადმინისტრაცია ამ ტერიტორიაზე მაღალ გადასახადს უწესებს, რისი გადახდის საშუალებაც მათ არ გააჩნიათ. ადმინისტრაციაში კი მოვაჭრეების პროტესტი გაუგებარია. 


close დახურვა