ფოთში მერვე დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ. 32 წლის ირაკლი ჯაბუა სახლიდან 31 იანვარს დილით გავიდა და მას შემდეგ ოჯახს მის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მათივე თქმით, დაკარგულ ახალგაზრდას პრობლემები არ ჰქონია და ბოლო პერიოდში მისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. ახლობლების ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომობილი ქალაქის გასასვლელში, მდინარე რიონზე, ხიდთან იპოვეს. ამიტომაც სამძებრო სამუშაოები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
პროცესში ჩართულები არიან მყვინთავები და სპეციალური ტექნიკა. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.