ფონიჭალაში, სადაც დილით საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.
ბავშვი მაშველებმა ფანჯრიდან გამოიყვანეს. მის გადარჩენას ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ.
ამ დროისთვის ფონიჭალაში ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
