logo
ENG



ფონიჭალაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთი აღარ აშენდება

13 ოქტ 201920:24
3 წუთის საკითხავი
 
ic8a2f5xaivl5u4.jpg

 

უკვე დახარჯული რამდენიმე მილიონი ლარის, გამოსყიდული კომერციული ფართისა და დანგრეული კერძო საცხოვრებელი სახლების მიუხედავად, ფონიჭალაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთი აღარ აშენდება.

სამუშაოების დაფინანსებას 2020 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი აცხადებს, რომ მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა განსახლებაა, იმ თანხის ოდენობა კი, რომელსაც ისინი ითხოვენ, საკმაოდ დიდია. კერძოდ, კვადრატულ მეტრზე 900-დან 1000 დოლარამდე. 

მოსახლეობის პროტესტი სწორედ ამ გაცახდებამ გამოიწვია, ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობამ ფული შეჭამა და მოსახლეობას ამიტომაც ვერ უხდის. 

„ძალიან ბევრჯერ გადათხარეს და გადაასწორეს. ვფიქრობ, მთავრობაში ფული შეჭამეს და ახლა არ აქვთ რომ მოსახლეობა დააკმაყოფილონ. თუკი გზა არ გავა, რატომ დახარჯეს ფული. აქ რესტორნები და ბინები იყო, ხალხი ცხოვრობდა, რას ერჩოდნენ მათ,“ - აცხადებენ ადგილობრივები.

მუნიციპალური განვითრების ფონდში აცხადებენ, რომ მეორე მონაკვეთის მშენებლობა რუსთავი-ფონიჭალის ურბანულ გზაზე გაგრძელდება და თბილისი-რუსთავის ავტობანი არსებულ გზას დაუერთდება. აღნიშნული კი ადგილობრივებს დამატებით პრობლემას უჩენს.

ცნობისთვის, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს, პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებენ. მშენებლობა უკვე 5 წელია გრძელდება.

 


close დახურვა