logo
ENG



ფორმულაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტი დემოკრატიული ინიციატივის ანგარიშში მოხვდა

31 იან 202008:34
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია "ფორმულაზე" ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიშში მოხვდა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხელისუფლება ცდილობს, სრულად შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება და მედიის სარედაქციო პოლიტიკა გააკონტროლოს. პრეზენტაციას - „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში" დემოკრატიული ინიციატივა დღეს გამართავს.

"ანგარიშში გაანალიზებულია ის საქმეები, რომელიც GDI-მ აწარმოა გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ასევე გაანალიზებულია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას უკავშირდებოდა. ხელისუფლება ყველა კრიტიკული მედიის მიმართ აწარმოებს სისხლის სამართლის დევნას. მაგალითად, ფორმულას დირექტორის შემთხვევაში იბარებს გამოკითხვაზე. ეს არის ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომ კრიტიკულ მედიას შეუშალოს ხელი“, -განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა

 


close დახურვა