logo
ENG



ფორმულამ უკრაინელი ხალხის დასახმარებად ფონდი შექმნა

27 თებ 202218:14
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია ფორმულამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ფონდი შექმნა. ინიციატივას პარტია დროა შეუერთდა.

ტელეკომპანიის დირექტორის ზუკა გუმბარიძის თქმით, ინიციატივას უერთდება პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოში უკრაინის საელჩო.

"ტელეკომპანია ფორმულა ქართველ ხალხთან ერთად იწყებს ფონდის ჩამოყალიბებას. ეს ფონდი მოემსახურება იმას, რომ ბიზნესის წარმომადგენლები, მოქალაქეები, ყველა, ვისაც სურვილი აქვს, რომ დაეხმაროს უკრაინელ ხალხს, შეძლებენ ამ ფონდში თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვას და შემდეგ ამ ფონდიდან აკუმულირებულ თანხას გადავურიცხავთ უკრაინის მთავრობას.

ბუნებრივია, თითოეული თანამშრომელი იზიარებს ამ პათოსს და ჩვენთვის ეს დიდი პატივია, ჩვენი გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება სისრულეში ვერ მოვიდოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გავაკეთოთ პირველი დონაცია ამ ფონდში, რისთვისაც მე დავითს დიდ მადლობას ვუხდი ფორმულასა და თანამშრომლის სახელით. ჩვენი დონაცია იქნება 500 000 ლარი, რომელიც პირველი ჩაირიცხება ამ ფონდში და მსურს, მოვუწოდო ყველას, დაგვიდგეს წამოწყებაში გვერდით და ერთად შევძლოთ რომ ერთი აგური დავდოთ უკრაინის დახმარების საქმეში", - განაცხადა გუმბარიძემ.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოადგილის თქმით, მიესალმება ფორმულას ინიციატივას. ის ამბობს, რომ საელჩოს დახმარების სურვილით საქართველოს არაერთი მოქალაქე და ორგანიზაცია მიმართავს, ეს ფონდი კი საგრძნობლად გაუადვილებს მათ ძალისხმევის კოორდინაციას.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს და თიბისი ბანკის ანგარიშებზე, ასევე Paypal-ით:

საქართველოს ბანკი: #BAGAGE22 #GE89BG0000000161817421

თიბისი ბანკი: #TBCBGE22 #GE12TB7843836575100001 Paypal: https://www.paypal.com/paypalme/FormulaGE მიმღები: შპს ფორმულა


close დახურვა