logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაჭრა

29 დეკ 202120:47
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაჭრა

ფორმულას ინფორმაციით, ისანში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა გიორგი გელაშვილმა, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაჭრა. მომხდარზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. 

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი გელაშვილის ძმას, თორნიკე გელაშვილსა და მეზობლებს შორის დაიწყო.

ფორმულას ინფორმაციით, გიორგი გელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის კურსელია. ძმები გელაშვილები ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან, მაგრამ მმართველ გუნდში დღეს მათთან ნაცნობობასაც უარყოფდნენ. 

ფორმულა დაუკავშირდა თორნიკე გელაშვილს, რომელმაც მომხდარი უარყო და ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ისანში ნამდვილადაა დაჭრილი ორი ადამიანი, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ საქმეში ფიგურირებენ თუ არა ძმები გელაშვილები.  უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-შეძენა-ტარებით და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლებით დაიწყო.

 


close დახურვა