logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა

19 თებ 202111:50
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობიდან, სავარაუდოდ, გადადგა. 

ცესკო-ში ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

"თამარ ჟვანია არ გადამდგარა ის აგრძელებს დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას. გავრცელებული ინფორმაცია ჭორია", - განუცხადეს ფორმულას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 

 მასალა განახლდება

ჟვანიას გადადგომას პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან მოყოლებული ითხოვდნენ. მას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობასა და უკანონო შედეგების გაფორმებაში სდებდნენ ბრალს.

სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად, ჟვანიამ არჩევნების შემდეგ თანამდებობა არ დატოვა, თუმცა პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებისა და პოლიტიკური ვითარების დაძაბვის გამო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.

მოლაპარაკების 4 რაუნდის დასრულების შემდეგ, ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებთან კომპრომისზე არ წავიდა და ცესკოს ხელმძღვანელობა არ შეცვალა.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების შემდეგ, მოქალაქეების ლიდერებსა და ხელისუფლებას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებდა, თუმცა მემორანდუმის ტექსტი თავად საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ცვლილებას არ მოიცავდა.

თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას 2013 წლიდან მოყოლებული იკავებს. მისი ხელმძღვანელობის პირობებში, კომისიამ 8 არჩევნები ჩაატარა, მათ შორის, 2 საპრეზიდენტო, 2 საპარლამენტო და 2 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.


close დახურვა