logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

25 ოქტ 202515:53
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/25/7g8ou7bvgv4wqmt.jpg

ფორმულას ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბრძოლა გრძელდება და ის აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით.

ვახო სანაია დროებითი დაკავების იზოლატორში 6 დღე გაატარა. რამდენიმე საათის წინ იზოლატორი დატოვა ფორმულას კიდევ ერთმა ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა.

"მინდა ყველას გამოვუცხადო სოლიდარობა, ვინც რეჟიმმა დაიჭირა. ამ იზოლატორში არაერთი ადამიანია, ვინც პროტესტის გამო დააპატიმრა ივანიშვილის რეჟიმმა. მინდა, ვთქვა ის, რაც ყველაზე მთავარია - ბრძოლა გაგრძელდება. ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია ეს ე.წ კანონები, რომლებსაც იღებენ, ეს ვითომ კანონები ვერ გააჩერებს პროტესტს, რომელიც საქართველოშია და ეს აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. ეს იქნება ამ ყველაფრის ფინალი, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვძლიერდებით, ნებისმიერი შემოტევა ამ თუ სხვა ფორმით რეჟიმისგან, არის განწირული. ჩვენი მოწოდებაა ყველას მიმართ - ბრძოლა ბოლომდე და ეს ბრძოლა ბოლომდე საბოლოო ჯამში ნიშნავს გამარჯვებას და მე ამაში დარწმუნებული ვარ"- თქვა სანაიამ. 

24 ოქტომბერს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას და ასევე, ფორმულას წამყვანს ზვიად კვარაცხელიას.

პატიმრობაში რჩება ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.


close დახურვა