თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტ ცირა ჟვანიას რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
ჟურნალისტი "ოცნების" პოლიციამ დღეს დააკავა.
ქართული ოცნების პოლიციას დაკავებული ჰყავს ფორმულას კიდევ ორი ჟურნალისტი და წამყვანი - ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი, გზის გადაკეტვის საბაბით. ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს მისჯილი, ქეთა ციცქიშვილს - 5.
