logo
ENG



ფორმულას წყაროს ცნობით, სტამბოლში ქართველი ქალი ქმარმა მოკლა

24 მარ 202120:07
3 წუთის საკითხავი
 

სტამბოლში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე ახალი ვერსია გაჩნდა. აქამდე საზოგადოებამ იცოდა, რომ 25 წლის თეონა თუაშვილს თავს ოთხი ადამიანი დაესხა და ძარცვის დროს დაიღუპა, ქმარი კი დაჭრეს. დღეს ორი სხვადასხვა წყარო ფორმულას ეუბნება, რომ ქალი ქმარმა მოკლა. 

თურქულ პრესაში დაიწერა, რომ ამოღებულია მკვლელობის იარაღი - დანა, რომელიც სახლში, ფანჯრის რაფაზე იდო. ჯერჯერობით მედიისთვის უცნობია, მოკლული ქალის ქმარი - საავადმყოფოშია თუ ციხეში. 


close დახურვა