logo
ENG



ფორმულა: გვარამიას მოსამართლე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა

20 მაი 202220:21
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

წყარო ყვება, რომ მიზეზი მისი პოლიტიზირებული გადაწყვეტილებაა ნიკა გვარამიას საქმეზე. საელჩოს პროგრამით მოსამართლე ფინანსდებოდა სრულად იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, მაგრამ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან გამორიცხეს. 

მოსამართლეთა კლანის წევრზე სანქციების დაწესების საკითხი ელჩ კელი დეგანთან შეხვედრაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა დასვეს. ამ ეტაპზე უცნობია, ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის მიზეზი ეს თხოვნაა თუ არა, თუმცა ფორმულას წყაროს მიერ მოწოდებული დადასტურებული ინფორმაციით, გვარამიას საქმის მოსამართლე ამერიკაში ტრენინგზე ვეღარ წავა.

მოსამართლის თანაშემწე, თამარ ფხაკაძე ამბობს, ფორმულასთან ამბობს, რომ სემინართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.


close დახურვა