ფორმულანიუსის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს 500-ლარიანი პრემია არჩევნებში ხმების მობილიზაციისა და საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის დევნის გამო ჩაერიცხათ. ინფორმაცია ფორმულას შსს-დან წყარომ მიაწოდა.
ფორმულას მიერ მოპოვებული მიმოწერიდან ჩანს, როგორ იყენებენ სამართალდამცველებს პოლიტიკური მიზნით და უსაფრთხოების ნაცვლად, პარტიული ინტერესების დაცვას სთხოვენ.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ წაახალისებენ იმ პოლიციელებსაც, ვინც მართლწესრგის დაცვის მოტივით განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს ღამის 10 საათის შემდეგ დააჯარიმებს.