logo
ENG



ფოტიგას თქმით, უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის

05 სექ 202213:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/05/zvojdq5q6q4cuze.jpg

ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

"რუსეთის დაუსჯელობა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეჭრას მოჰყვა, ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც საშუალება მისცა რუსეთს უკრაინაში შეჭრილიყო.

უკრაინის გამარჯვება დონბასსა და ყირიმს თავისუფლებას მოუტანს, მაგრამ ასევე გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის," - წერს ფოტიგა Twitter-ში.


close დახურვა