ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის "შესაძლო დაღუპვა ციხეში, სარგებელს მხოლოდ პუტინს მოუტანს".
ევროპარლამენტში დღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა შეხვედრები გამართეს.
"ევროპარლამენტარები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაღუპვა ციხეში სარგებელს მხოლოდ პუტინს მოუტანს, რაც საზიანო იქნება მთელი ქვეყნისთვის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის", - წერს ევროპარლამენტარი Twitter-ზე.
Cross-party MEPs met the family of the 3rd President of Georgia in solidarity with the imprisoned @SaakashviliM.
Possible perishing of Mikheil Saakashvili in prison will benefit only Putin, being detrimental for the entire country and its Euro-Atlantic aspirations.#SaveMisha pic.twitter.com/CW3TAKAlxq