logo
ENG



ფოტოგრაფ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა - შაქარაშვილის საქმეზე ხვალ პროცესი გაიმართება

24 სექ 202020:12
3 წუთის საკითხავი
clock 528

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა. მან შაქარაშვილის გაუჩინარების ღამე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჩხუბის დროს თავდამსხმელი პირები ხელკეტით და ქვით შეიარაღებულები იყვნენ.

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩვენებას 3 საათზე მეტ ხანს აძლევდა. სასამართლოს შემდეგ, მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. 

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის ინფორმაციით, ფოტოგრაფმა სასამართლოს 18-19 ივნისის ღამის დეტალები მოუყვა, მათ შორის ისიც, როგორ ხედავდა მიტოვებული შენობის მეორე სართულიდან, ხიდზე გაქცეულ ვახო ახვლედიანსა და გიორგი შაქარაშვილს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17-ვე ბრალდებულის სასმართლო პროცესები ხვალ გაგრძელდება. სასამართლოში კიდევ ერთ ოქროს მოწმეს ელოდებიან. ვახტანგ ახვლედიანს, სავარაუდოდ, ხვალ 11 საათზე გამოკითხავენ. 


close დახურვა