ფრანგი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი ნახატი აუქციონზე რეკორდულ ფასად, 24 მილიონ ევროდ გაიყიდა. „ქრისტეს დაცინვა" ასე ჰქვია იტალიელი მხატვრის ნამუშევარს, რომელიც 90 წლის ფრანგი ქალის სამზარეულოში სექტემბერში იპოვეს. ტილო მაშინ 6 მილიონ ევრომდე შეაფასეს. ჩიმაბუეს ნახატის ახალი მფლობელის ვინაობა აუქციონის სახლმა არ გაამხილა. ფლორენციელი ოსტატი რენესანსის ერთ-ერთ ფუძემდებელად ითვლება, ნახატი სავარაუდოდ ათას ორასიანი წლებით თარიღდება.