ფრანგული Societe Generale რუსეთში საბანკო და სადაზღვევო საქმიანობას წყვეტს და როსბანკს ყიდის.
ბანკის ცნობით, როსბანკისა და რუსეთის სადაზღვევო შვილობილი კომპანიის მთელ წილს როსბანკის წინა აქციონერს, Interros Group-ს გადასცემს.
Societe Generale-ს თქმით, გასხვისება დაახლოებით 2 მილიარდი ევრო დაჯდება. მათივე განცხადებით, ტრანზაქცია, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დასრულდება.