logo
ENG



ფრიდომ ჰაუსის ანგარიშით, საქართველოში პროგრესი სტაგნაციას განიცდცის

05 ნოე 201919:55
3 წუთის საკითხავი
 
b1w9iz06dk6owpq.jpg

„ფრიდომ ჰაუსმა” საქართველო თავისუფალი ინტერნეტ სივრცის მქონე ქვეყნების სიას მიაკუთვნა. ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს 100-დან 75 ქულა აქვს მინიჭებული, თუმცა ასევე საუბარია საფრთხეებზეც.

დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, მთვრობასთან დაკავშირებული ბოტებისა და მომხმარებლების მხრიდან ტროლები ინტენსიური გახდა, განსაკუთრებით, 2018 წლის საპრორექსტი აქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში პროგრესი სტაგნაციას განიცდის, ოლიგარქიული აქტორები ფლობენ უდიდეს გავლენას პოლიტიკაზე და პოლიტიკურ არჩევანზე, კანონის უზენაესობა კი პოლიტიკური ინტერესების გამო ჩიხშია შესული. ანგარიშში ნახსენებია კიბერთავდასხმები თიბისი ბანკისა და ტვ პირველის სერვერებზე.

 


close დახურვა