კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას სასამართლო განჩინების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგანგებო წერილშია ნათქვამი, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზეა გამოგზავნილი.
წერილში სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის უკანონო შეწყვეტაზეა საუბარი. მასში ვკითხულობთ, რომ კომპანიის აქტივების ჩამორთმევის ირგვლივ არსებული ძალისხმევა ხაზს უსვამს კანონისადმი უპატივცემულობასა და საქართველოში ამერიკული კერძო სექტორისთვის არასახარბიელო საინვესტიციო კლიმატის არსებობას.
წერილში რუსულ ენერგოგიგანტზე და ირანული კომპანიების კერძო სექტორში გააქტიურებაზეა საუბარი.
„ეკონომიკურად უპრეცენდენტო, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი დავა დასრულდა. კარგი ამბავია ის, რომ განჩინების საფუძველზე ჩვენი კომპანია ემზადება კახეთში, ნავთობისა და გაზის მოსაპოვებელი სამუშაოების გასაახლებლად. ცუდი ამბავია ის, რომ საქართველოს მთავრობის წარუმატებელი მცდელობისა შეეწყვიტა ჩვენი კონტრაქტი, თქვენი მთავრობის წარმომადგენლები ახლა სასამართლოს განჩინებას უგულებელყოფენ და კვლავ ცდილობენ ხელშეკრულების შეწყვეტასა და ჩვენი საკუთრების ექსპროპრიაციას“, - ვკითხულობთ „ფრონტერას" წერილში.