logo
ENG



ფუშოუ: არის ეჭვი, რომ ქართველი მაღალჩინოსნები ტერორისტებს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან

16 მაი 202019:51
3 წუთის საკითხავი
 

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც შეერთებული შტატებიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ირანთან დაკავშირებით ბრალდებები ისმის. ჯერ კიდევ იანვარში ამ თემაზე "ფორმულამ" რეპორტაჟი მოამზადა. ბრალდებების ავტორი, ამერიკელი ანალიტიკოსი ქრისტინა ფუშოუ ღია წყაროებზე დაყრდნობით წერდა იმ საეჭვო გარიგებებზე, რომლებიც გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს შედგა.

ქრისტინა ფუშოუ დღეს თბილისში იმყოფება. "ფორმულამ" მას დამატებითი განმარტებები სთხოვა. ბიძინა ივანიშვილის კავშირები რუსეთთან და ირანთან - დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც განხილვის მთავარი თემა იყო. კრისტინა ფუშოუ ქართულ-ირანული არალეგალური ბიზნეს-თანამშრომლობის შესახებ საერთშორისო სკანდალის დეტალებს იხსენებს. ამერიკელი ანალიტიკოსი „ფორმულას“ უყვება, რომ გავლენიანი სენატორების და კონგრესმენების ბრალდებებით სავსე დღევანდელი წერილი არ უკვირს. მისი თქმით, დიდი ხანია არსებობს ეჭვი, რომ ქართველი მაღალჩინოსნები ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულ ირანულ კომპანიებს ფულის გათეთრებაში ხელს უწყობენ. მისი განცხადებით, შემთხვევითი არ არის ის, რომ 2017 წლიდან, როდესაც გიორგი გახარია ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, ირანული ინვესტიციების რაოდენობა საეჭვოდ გაიზარდა. 

საეჭვო ირანული ფულის გამო, საქართველოს მთავრობა სკანდალში 2013 წელსაც გაეხვია, რის გამოც მაშინ 150-მდე ირანული ანგარიშის გაყინვა მოუწია. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრი, ამერიკელი კანონმდებლების ღია ბრალდებებს უპრეცედენტოს უწოდებს. ანალიტიკოსების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამ საჯარო ბრალდებების უკან, კონკრეტული მტკიცებულებებიც დგას და „ქართული ოცნების" ხელისუფლების ირანული და რუსული არალეგალური ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესების შესახებ ამერიკის სენატში გაცილებით მეტი იციან. 

საქართველოს მთავრობის წევრები დღეს ხმაურიან საჯარო ბრალდებებს არ გამოხმაურებიან. პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა კი პროკურატურას მიმართა, რომ წერილის იმ ნაწილით დაინტერესდეს, რომელიც კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებებზეა ლაპარაკი. უფრო მეტი დეტალი ქართულ-ირანული და რუსული გარიგებების შესახებ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გახდეს, როდესაც ამერიკის მთავრობა წერილის ავტორების მოთხოვნის გამო, მოსმენას გამართავს. 


close დახურვა