logo
ENG



ხაზარაძე: ბიძინა დაემალა პარტნიორებს, პარტიის კურსი ნათელია - ოკუპანტ რუსეთში ჩვენი შეთრევაა

11 აგვ 202412:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/11/hilt3b0c5lc6rq3.jpg

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.

როგორც ხაზარაძე წერს, ივანიშვილის და ქართული ოცნების კურსი ნათელია, რაც საქართველოს რუსეთში "შეთრევას" გულისხმობს.

"ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას! მას არაფერი აქვს სათქმელი სახელმწიფოსთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია! ბიძინასი და თავისი პარტიის კურსი ნათელია - ეს არის ოკუპანტ რუსეთში ქვეყნის შეთრევა, ევროპასთან კავშირების გაწყვეტა და ქვეყნის იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან. ეს არ არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი! ამიტომ, 26 ოქტომბერს სწორედ ხალხი გასცემს მას პასუხს და გაისტუმრებს 12-წლიანი მმართველობიდან!", - წერს ხაზარაძე.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართელოში ვიზიტისას მან და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, რაზეც ოლიგარქმა უარი განაცხადა.

 

 


close დახურვა