ქაბულის აეროპორტის გარეთ აფეთქება მოხდა, რომელსაც, თალიბანის ცნობით, 11 ადამიანი ემსხვერპლა.
BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები და ქალები. თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, დაიჭრნენ თალიბანის მებრძოლებიც.
აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ პენტაგონში. მათი განცხადებით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა აშშ-სთვის უცნობია.
პენტაგონის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, დამატებითი დეტალები აშშ-სთვის ამ ეტაპზე არაა ცნობილი.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას მოჰყვა მსხვერპლი. ზუსტი რაოდენობა უცნობია" - წერს კირბი ტვიტერში.
We can confirm that the explosion near the Abbey Gate of the Kabul airport has resulted in an unknown number of casualties. We will continue to update.
აფეთქება იმ გასასვლელთან მოხდა, სადაც ბრიტანული ძალები არიან განლაგებულნი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ერთერთია იმ ჭიშკართაგან, რომელიც ტერორისტული საფრთხის გამო დაკეტილი იყო.