ევროკავშირი საქართველოს ისტორიული არჩევანია. ამ არჩევანისკენ მიდიოდა ყველა ქართველი მეფე და რელიგიური თუ საერო მოღვაწე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონდათ იმ გეოპოლიტიკურ სივრცესთან, სადაც ევროპული ცივილიზაცია ყალიბდებოდა. მაგრამ ეს იყო მათი არჩევანი. ეს იყო იმ მეფის არჩევანიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ღვაწლმოსილი მეფე იყო ომში და ბრძოლაში. [...] როგორც დღეს გვეუბნებიან, თურმე ის მეფე მოღალატეა. თურმე ის ეკლესია ხელის შემშლელია. თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების ტაძრის აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს უნდა დავუწესოთ სანქციები.
ქადაგიშვილი: თურმე, ვინც სამების ტაძრის აშენებაში მონაწილეობდა, სანქციები უნდა დავუწესოთ
07 ივნ 202213:47
3 წუთის საკითხავი