logo
ENG



ქადაგიშვილი ზურაბიშვილზე: თვითონაც უნდა ხვდებოდეს, რომ ტრიბუნაზე მისი ადგილი ვერ იქნებოდა

16 დეკ 202320:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/16/n7ju53xnc4zfxjf.jpg

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლას ეხმაურება.

მისი თქმით, "ზურაბიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ ტრიბუნაზე მისი ადგილი ხელისუფლებასთან ერთად არ იყო".

"თვითონაც უნდა ხვდებოდეს ადამიანი, რომ იმ ტრიბუნაზე ხელისუფლებასთან ერთად მისი ადგილი უბრალოდ ვერ იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა გადამწყვეტ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ, საქართველოს პრეზიდენტი იძახდა, რომ საქართველო არ იმსახურებს [სტატუსს] და მისი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგაც და უკვე ევროსაბჭოს მხრიდან ოფიციალურად მონიჭებული სტატუსის შემდეგაც, მას ერთი სიტყვაც არ დასცდენია იმ მიმართულებით, რომ დადებითად შეეფასებინა ქვეყნის ხელისუფლებისა და რა თქმა უნდა, მთლიანად ქართველი ხალხის ძალისხმევა ხელისუფლებასთან ერთად. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ გარკვეულწილად თითქოს პროვოკაციული იყო მისი ეს ნაბიჯი", - ამბობს ქადაგიშვილი.

თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი პრემიერმინისტრმა დააანონსა. შეკრება გუშინ, 17:00 საათზე დაიწყო. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე პრეზიდენტიც იმყოფებოდა. მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს საქართველოს ზეიმია და თუ შესაძლებლობა მიეცემოდა, სიტყვითაც გამოვიდოდა.

14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.


close დახურვა