პანდემია საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქსაც უტევს და ქუთაისის ცხოვრების წესს ცვლის. ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა, ფასების ზრდა შეინიშნება, დაიკეტა ათობით რესტორანი და კაფე-ბარი.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ქუთაისის მცხოვრებთა ნაწილს ტრადიციებზე უარის თქმა მაინც უჭირს. აქ ახალ, კორონავირუსიან რეალობას უფროსები ახალგაზრდებზე ოპტიმისტურად ხედავენ, ქუთაისის ბაზარში კი საკუთარი ანტივირუსული რეცეპტი აქვთ.