logo
ENG



ქალაქ თბილისის ერთ-ერთ კერძო საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ამ დრომდე გრძელდება

06 მარ 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

ქალაქ თბილისის ერთ-ერთ კერძო საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ბავშვების რაოდენობა თითქმის ნახევარზე ნაკლებია, კერძო ბაღის აღსაზრდელებისთვის  ბაღებში გამკაცრებული რეგულაციების და მოთხოვნების  შესახებ უკვე ცნობილია და ამბობენ, რომ მათთან სადეზინფექციო წესები დაცულია და ბავშვები ბოლო პერიოდია ხელებს კიდევ უფრო ხშირად იბანენ.

მშობელთა ნაწილი ფიქრობს რომ კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ ბაღებში ბავშვების გაშვება დაუშვებელია ნაწილი კი წუხს იმაზე, რომ შვილის დამტოვებელი არ ჰყავს. მათ მიაჩნიათ, რომ  ეპიდემიის საფრთხის დროს მათმა დამსაქმებლებმა სოციალური პასუხისმგებლობა   უნდა აიღონ და შეღავათები დააწესონ. კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღო, თუმცა კერძო ბაღის მფლობელებს მუშაობის შეწყვეტისკენ ამ დრომდე არ მოუწოდა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეპიდემიის მიმდინარეობას აკვირდებიან და კერძო ბაღებშიც სააღმზრდელო პროცესი  მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეჩერდება.

საჯარო  სკოლებსა და ბაღებში არდადეგები 16 მარტამდეა გამოცხადებული.  ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო  პროცესი ბაღებსა და სკოლებში და დაიხურება თუ არ კერძო ბაღებიც, ეს იმაზეა დამოკიდებული როგორი იქნება კორონავირუსის  გავრცელების საფრთხე ქვეყანაში.

 


close დახურვა