ქალაქ კრემენჩუგის მერმა, ვიტალი მალეცკიმ სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა.
ამ დროის მონაცემებით, კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას 18 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთმა სარაკეტო სავაჭრო ცენტრ ამსტორზე იერიში გუშინ, 27 ივნისს მიიტანა. შენობაში ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სარაკეტო იერიშის შემდეგ კრემენჩუგში უგზო-უკვლოდ დაკარგული 40 ადამიანის შესახებ შეტყობინება მიიღეს. უწყების ბოლო ინფორმაციით, 59 ადამიანს მიღებული აქვს ტრამვა და დამწვრობები, ნახევარი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, კრემენჩუგში ორი რაკეტა X-22 ისროლეს, რომელიც Tu-22M3 ბომბდამშენებიდან გაუშვეს.
სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილავენ.