logo
ENG



ქალაქ ხარკოვს უკრაინის ხელისუფლება სრულად აკონტროლებს

27 თებ 202215:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/27/klpzx1fw0g6z54h.jpg

ქალაქ ხარკოვს უკრაინის ხელისუფლება სრულად აკონტროლებს. ქალაქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქში ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სინეგუბოვი აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები დემორალიზებული არიან.

"რუსი მტერი აბსოლუტურად დემორალიზებულია. პირდაპირ ხარკოვში, შუა გზაზე მტრის ტექნიკის დატოვების შემდეგ, 5-10 კაციანი ჯგუფები ნებდება უკრაინის ჯარებს. როგორც კი დაინახავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ წარმომადგენელს, ისინი ნებდებიან", - ამბობს სინეგუბოვი.

რუსული სამხედრო ტექნიკა ქალაქ ხარკოვში დღეს შევიდა. 


close დახურვა