logo
ENG



ქანთარია: უხერხულია ის რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს განსაცდელი არ არის

26 ნოე 201913:53
3 წუთის საკითხავი
 
byue1tzxqoh6ymp.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ის რაც ხდება საკანონმდებლო ორგანოსთან უხერხულია და საზოგადოებამ საკუთარი აზრი საარჩევნო უბნებზე უნდა დააფიქსიროს. რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობას უმრავლესობის წევრი არასერიოზულს უწოდებს.

„უხერხულია ის რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს განსაცდელი არ არის. საზოგადოებამ დიდი გამოცდილება შეიძინა. ისინი ვერდიქტს ბიულეტენით გამოიტანენ. ის, რომ დღეს პარადი უნდა წაიყვანონ ბოკერია-უგულავას დაჯგუფებებმა, ისინი იტმასნებენ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ეს უპერსპექტივობისკენ სვლაა. ოპოზიცია უნდა გავიდეს ხალხში და უთხრას, რომ არჩევანი გააკეთოს საარჩევნო უბანზე. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასე უნდა, ეს არასერიოზულია“, - განაცხადა ქანთარიამ.

რაც შეეხება აქციის დარბევას, ქანთარია მიიჩნევს, რომ პოლიცია მაღალი სტანდარტების დაცვით მოქმედებდა.

„პოლიცია მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით და ტროტუარს საერთოდ არ ეხება. გამოსავლის ძიება მათ უნდა  მონახონ, რადგან ეს გადადის დეგრადირებისკენ. არის ქვეყნები, რომლებშიც წლების განმავლობაში არის პროტესტი და ასე გრძელდება“, - აღნიშნა ქანთარიამ.

მან აგრეთვე გერმანული მოდელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხსენებული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

„რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ის ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

 


close დახურვა