საპატრიარქოში არსებული სიტუაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებეზე „ფორმულას“ „ეროვნულ დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ესაუბრა და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლებას ქონდა საპატრიარქოს საქმეებში ჩარევის მცდელობა.
„წმინდა პოლიტიკურ ამოცანასთან გვაქვს საქმე, რომელიც აქვს ივანიშვილს. ივანიშვილს ჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება. მას არ მოწონს, რომ პატრიარქი არის ყველაზე დიდი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთაც. მას ნამდვილად არ ეკითხებიან იმ საქმეებს, რომელსაც მართავს საქართველოს პატრიარქი. 2020 წლის არჩევნებისთვის ამ ინსტიტუციის მართვა აუცილებელია. მით უმეტეს, როდესაც ივანიშვილი გაკოტრრებულია,“ - აცხადებს ქარდავა.