logo
ENG



ქარელის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს

29 აგვ 202613:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/29/qmnnvyqbum9ufj7.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა