logo
ENG



თეთრიწყაროში ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარედგინა

17 ნოე 202618:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/17/ez0btyju5qxxj0g.png

საქართველოს პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 15 ნოემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე საკუთარ ძმას მუშტებითა და ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის გამოც მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომდევნო დღეს, 16 ნოემბერს დააკავეს.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


close დახურვა