logo
ENG



ქართველების ტრიუმფი UFC-ში - ჭიკაძემ და დვალიშვილმა მეტოქეები დაამარცხეს

02 მაი 202110:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/02/r4pr4umpnfmlxvo.jpg

ქართველმა მებრძოლებმა გიგა ჭიკაძემ და მერაბ დვალიშვილმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) დღეს მორიგი ბრძოლები გამართეს.

მოწინააღმდეგე ორივე მათგანმა დაამარცხა.

ჭიკაძე ამერიკელ ქაბ სვანოს დაუპირისპირდა და ბრძოლა პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

რაც შეეხება დვალიშვილს, მისი მეტოქე კოდი სტამანი იყო. მსაჯების გადაწყვეტილებით, მერაბ დვალიშვილმა სტამანს სამივე რაუნდში სძლია (30-27, 29-28, 29-28).

შერეულ ორთაბრძოლებში გიგა ჭიკაძის ანგარიშზე 13 მოგება და 2 წაგებაა. აქედან UFC-ში 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ექვსივე მოიგო.

მერაბ დვალიშვილს კი 13 მოგება და 4 წაგება აქვს. მან UFC-ში გამართული 8 ბრძოლიდან 6-ში გაიმარჯვა.


close დახურვა