logo
ENG



ქართველი გმირები უკრაინაში - შაბათის ფორმულა

25 თებ 202320:19
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ამ ერთ წელიწადში საერთო მტერს უკრაინის მიწაზე - 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. ბავშვების მკვლელი ომის შესაჩერებლად, უკრაინის და საქართველოს გამარჯვებისთვის ქართველებმა საკუთარი სისხლით, სიცოცხლით იბრძოლეს. დღესაც, ახლა, ასობით ჩვენი თანამოქალაქე პუტინის სისხლიან რეჟიმს, ჩვენი მამების მკვლელობისთვის, ჩვენი მიწების მიტაცებისთვის, ჩვენი თავისუფლების დასაცავად - უკრაინაში ებრძვის. 20 და 21 წლის ძმები ლუკა და ნიკა შანავები - ომში ორივე ძმა ერთად, პირველივე დღეებში წავიდა, უკან მხოლოდ ლუკა დაბრუნდა. გმირობის ისტორიებს ამ რეპორტაჟში ბევრს მოისმენთ, მოუსმენთ დედებს, რომლებსაც ბრძოლა დიდ ტკივილთან და პარალელურად ქართული ოცნების პროპაგანდის ყველაზე ბინძურ ფორმასთან უწევთ.

 


close დახურვა